ველოდებით, რომ ჩინურ ბანკებთან ჩვენი თანამშრომლობა გაძლიერდება – ნათია თურნავა

ველოდებით, რომ ჩინურ ბანკებთან ჩვენი თანამშრომლობა გაძლიერდება – ნათია თურნავა
“ველოდებით, რომ ჩინურ ბანკებთან ჩვენი თანამშრომლობა გაძლიერდება”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ისეთ რეგიონულ პროექტს, როგორიცაა “შუა დერეფანი”, ქვეყნებს შორის ფინანსების სფეროში თანამშრომლობა მოჰყვება.

“მნიშვნელოვანია საქართველოს აქტუალობა, როგორც დამაკავშირებელი ხიდის ჩვენ შუა დერეფანში, რომელიც ბევრ ქვეყანას ერთი ნიშნით აერთიანებს, ეს არის რეგიონული ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობა და ინფრასტრუქტურული პროექტები. ამ რეგიონულ პროექტებს, ვაჭრობას, თანამშრომლობას მოჰყვება ფინანსების სფეროში თანამშრომლობა – ბანკები ერთმანეთთან გადარიცხვებს აკეთებენ, კომპანიები კი ანგარიშსწორებას. შეხვედრების დროს საუბარი გვაქვს ხოლმე, როგორც დავაახლოოთ ჩვენი საფინანსო სისტემები, რადგან ჩვენ გლობალური საფინანსო ბიზნესისთვის პლატფორმა გავხდით. ჩვენ უკვე ახალი ციფრული ბანკები გვყავს, რომელიც ზოგი სინგაპურულია და ამ კუთხით საინტერესოები ვართ, მათ შორის აზიური ბანკებისთვის. ველოდებით, რომ ჩინურ ბანკებთანაც უფრო გაძლიერდება ჩვენი თანამშრომლობა. დაწყებული საკორესპონდენტო ურთიერთობებით ჩვენ ბანკებს შორის, დამთავრებული კონკრეტულად ინვესტიციებით. ჩვენ მხოლოდ ერთი ჩინური ბანკი გვყავს ბაზარზე, ეს არის ბაზის ბანკი და გაგვიხარდება თუ მეტად იქნება წარმოდგენილი”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *