მედია: ილონ მასკი DOGE-ის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების პროცესს იწყებს

მედია: ილონ მასკი DOGE-ის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების პროცესს იწყებს

ილონ მასკი DOGE-ის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების პროცესს იწყებს და თეთრი სახლში რეგულარულად აღარ მუშაობს, — ამის შესახებ New York Post და Fox News წერენ. მათი ცნობით, მასკის მოახლოებული წასვლა გასაკვირი არ არის, რადგან თეთრმა სახლმა ამ თვის დასაწყისში დაადასტურა, რომ მასკი გეგმავდა, რომ ყურადღება Tesla-ზე გადაეტანა მას შემდეგ, რაც ის “DOGE-ში თავის წარმოუდგენელ სამუშაოს” დაასრულებდა. Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი DOGE-ს ხელმძღვანელად ანაზღაურების გარეშე სპეციალურ სამთავრობო თანამშრომლად დაინიშნა და სააგენტოში დისტანციურად მუშაობს. Fox News-ის ჟურნალისტმა ბრეტ ბაიერმა ადრე ინტერვიუში მას ჰკითხა გააგრძელებდა თუ არა მუშაობას DOGE-ს ხელმძღვანელის პოსტზე 130 დღის შემდეგაც, რაც, როგორც წესი, მთავრობის სპეციალური თანამშრომლებისთვისაა განსაზღვრული. რაზეც მასკმა უპასუხა: “ვფიქრობ, ამ ვადაში ჩვენ შევასრულებთ დეფიციტის ტრილიონი დოლარით შესამცირებლად საჭირო სამუშაოს უმეტესობას”. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, მასკმა თავის ინვესტორებს უთხრა, რომ მომდევნო თვეებში “თავისი დროის გაცილებით მეტ ნაწილს Tesla-ს დაუთმობს”.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *