დღეიდან, „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ ცვლილებები შედის ძალაში, რომელიც ვალდებულების ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში გადატანის ხარჯს შეამცირებს.

კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, ფიზიკური პირებისა და ორ მილიონ ლარამდე მოცულობის ჯამური ვალდებულებების მქონე იურიდიული პირებისთვის სესხის/კრედიტის სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან სრული ან ნაწილობრივი რეფინანსირების შემთხვევაში წინსწრების საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა 2%-იდან 0.5%-მდე შემცირდა.

სებ-ის თანახმად, ეს ხელს შეუწყობს ფინანსურ ორგანიზაციებს შორის კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლებისთვის მეტად ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას.

მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებებით, პირველად, დოკუმენტალურ ოპერაციებზე (აკრედიტივი, დოკუმენტური ინკასო, საბანკო გარანტია, აქცეპტები და სხვა), წინსწრებით დაფარვის საკომისიოს ზედა ზღვარი 2%-ის ოდენობით განისაზღვრა. ვინაიდან ეს საკითხი დოკუმენტალურ ოპერაციებთან მიმართებით დღემდე რეგულირებული არ იყო და პრაქტიკაში უფრო მაღალი საკომისიოების დაწესების შემთხვევებიც გვხვდებოდა, სებ-მა მიზანშეწონილად ჩათვალა მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შესაბამისი ცვლილებები შესულიყო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *