თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა. შეხვედრა მერიაში გაიმართა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო „სადგურის მოედნის“ მიმდებარედ არსებულ ბაზრობაზე გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგებსა და დაზარალებულების წინაშე არსებულ პრობლემებს.

ვიცე-მერმა მოვაჭრეებისგან მოისმინა ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ დაზარალებულები მერიას მიაწვდიან უფრო ზუსტ ინფორმაციას დამწვარი ტერიტორიის ფართობის, დაზარალებულების რაოდენობისა და ზარალის ოდენობის შესახებ.

ინფორმაციისთვის, გუშინ ე.წ. ბორჯომის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, დაახლოებით 15 ათასი კვადრატული მეტრი დაიწვა. რაც შეეხება ზარალს, მოვაჭრეებზე დაყრდნობით, თითოეული მოვაჭრის ზარალი 20 000-50 000 ლარის ფარგლებში მერყეობს. მოვაჭრეებს ნაწილი ირწმუნება, რომ ხანძარი ტერიტორიაზე გამიზნულად გაჩნდა, რასაც იმით ადასტურებენ, რომ ხანძრამდე 3 დღით ადრე, მათთვის უცნობი პირი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ობიექტს ფოტოებს უღებდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *