საქართველო ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს $10 000-ით დაეხმარება – დეტალები
“საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-მუხლის” ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს 29 აპრილს ეცნობათ რეორგანიზაციის შესახებ.

პროფკავშირის თანახმად, სამინისტროს ახალ სტრუქტურაში დაკნინებულადაა წარმოდგენილი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება, აშშ-სთან და ევროპელ პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობები.

როგორც ორგანიზაცია განმარტავს, ეს მიმართულებები, რომლებიც აქამდე ცალკე სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში შედიოდა და მინისტრის მოადგილეების უშუალო დაქვემდებარებაში იყო, ერთიანდება ახალ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში, რომელთა მიზანი, როგორც მინისტრის წერილშია აღნიშნული, „სუვერენული საგარეო პოლიტიკის გამტკიცებაა“.

მათივე ცნობით, უქმდება სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი.

“2025 წლის 29 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, საქმისწარმოების ელექტრონული სისტემისა და მინისტრის ელექტრონული წერილის საშუალებით, ეცნობათ სამინისტროს რეორგანიზაციის დაგეგმვის შესახებ.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტროს ახალი სტრუქტურა:

  • დამტკიცდება შესაბამისი პროცედურების დასრულებისა და საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ;
  • ამოქმედდება 2025 წლის 1 ივლისიდან.

საგანგაშოა, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო პოლიტიკური მიმართულებები, როგორიცაა:

  • ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება;
  • აშშ-სთან და ევროპელ პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობები, ახალ სტრუქტურაში წარმოდგენილია დაკნინებული ფორმით.

კერძოდ:

  • ეს მიმართულებები, რომლებიც აქამდე ცალკე სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში შედიოდა და მინისტრის მოადგილეების უშუალო დაქვემდებარებაში იყო, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ერთიანდება ახალ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში, რომელთა მიზანია, როგორც მინისტრის წერილშია აღნიშნული, „სუვერენული საგარეო პოლიტიკის გამტკიცება“.

აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად:

  • აშშ-სთან ურთიერთობა განიხილება გლობალური საკითხების ჭრილში;
  • ნატო – რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კონტექსტში;
  • ევროკავშირი – ევროპასთან ურთიერთობის ერთიანი ჩარჩოს ფარგლებში.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უქმდება სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი — სტრუქტურული ერთეული, რომლის არსებობა ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო და რომელიც უკიდურესად მოწყვლადია საინფორმაციო ოპერაციების მიმართ, კატეგორიულად აუცილებელია.

პროფესიული კავშირი აგრძელებს პროცესის მონიტორინგს და იბრძოლებს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა უფლებებისა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად”,- წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში უქმდება ევროპული ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი. მან ბრიფიგნზე განაცხადა, რომ უწყებაში პოლიტიკურად მოტივირებული რეორგანიზაციის შედეგად კადრების 30-40%-ის გაშვება იგეგმება.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტროში დეპარტამენტის გაუქმებას უარყოფენ. როგორც უწყებაში bmg-ის უთხრეს, რეფორმის შედეგად, შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც გააერთიანებს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს.

“გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამინისტროში უქმდება ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი არ შეესაბამება სიმართლეს. რეფორმის შედეგად, შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, იგი გააერთიანებს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს. თავის მხრივ ევროინტეგრაციის დეპარტამენტში შეიქმნება 4 სამმართველო, რომელიც მოემსახურება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს. დირექტორატის შექმნა დამატებით შეუწყობს ხელს ხსენებული ამოცანების შესასრულებლად ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების ეფექტიან კოორდინაციას”,- ამბობენ უწყებაში.

BMG კვლავ ცდილობს სამინისტროსგან მიიღოს პასუხი რეორგანიზაციასთან დაკავშირებით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *