“ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველი, მაიკ უოლცი თანამდებობას ტოვებს”, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი CBS-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
CBS-ის ცნობით, თანამდებობას ტოვებს აიკ უოლცის მოადგილეც, ალექს ვონგი.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი თანამდებობებს 1 მაისს დატოვებენ.
ინფორმაციისთვის: მარტში მაიკ უოლცი სკანდალში გაეხვა, როდესაც Signal-ის ჩატში, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები “ჰუსიტების” წინააღმდეგ დარტყმებს განიხილავდნენ, მაიკ უოლცმა შეცდომით გამოცემა The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი, ჯეფრი გოლდბერგი დაამატა.