ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პარტია “ახალის” და “გირჩის” პრესსპიკერების დაჯარიმებას ეხმაურება. როგორც ის სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, საქართველოში რეჟიმი განაგრძობს ოპოზიციის გაჩუმების მცდელობას.
“თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ახალი“-ს პრესსპიკერი მირანდა ბაღათურია და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პრესსპიკერი ანა ყურაშვილი პოლიციელის შეურაცხყოფისთვის დააჯარიმა. საქართველოს რეჟიმი ოპოზიციის გაჩუმებისა და დაშინების მცდელობებს აგრძელებს”, – წერს ევროპარლამენტარი.
Tbilisi City Court fined Miranda Bagaturia, spokesperson for the opposition party Akhali, and Ana Kurashvili, spokesperson for Girchi – More Freedom for allegedly insulting a police officer. Regime in #Georgia continnues its attempts to silence and intimidate opposition. pic.twitter.com/E9KVr28Brm
— Petras Austrevicius (@petras_petras) May 1, 2025