პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს განაცხადების მიღებას კონკურსისთვის – „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში”. წლევანდელი კონკურსი რიგით მეთოთხმეტეა.
კონკურსი გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ კატეგორიებში:
- საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
- საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
- საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
- საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
- ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
- საერთო ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;
- საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში.
საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 ოქტომბერი.
განაცხადის ფორმა და ნამუშევრების წარდგენის წესები: https://eu4georgia.eu/ka/euprizeforjournalism-rules/