თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტთან ჰუსიტების ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა.
როგორც Times of Israel წერს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა, რომ რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, რაკეტის ჰაერში განადგურება ვერ შეძლო.
ბოლო ცნობებით, დაშავებულია 6 ადამიანი.
ამ დროისთვის, ისრაელის მთავარმა აეროპორტმა მუშაობა უკვე განაახლა.