დადიანის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებლის იატაკი ჩაინგრა, 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა დროებით იზ

დადიანის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებლის იატაკი ჩაინგრა, 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა დროებით იზ
თბილისის მერიის განცხადებით, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რევაზ ურიდიასა და ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩებს შორის მდებარე მონაკვეთზე, სადაც დღეს საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩამოიშალა, 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვისა და მერიის შესაბამისი სამსახურები.

“მიმდინარე სალიკვიდაციო ღონისძიებების გამო, ტერიტორიაზე 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა გართულდა და საპატრულო პოლიციის რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა დროებით აიკრძალა.

ამჟამად, 12-მეტრიანი ავტობუსები დროებით გადართულია ალტერნატიულ მარშრუტებზე. კერძოდ: ავტობუსი N323, N317 და N370 იმოძრავებენ თორნიკე ერისთავის ქუჩის მიმართულებით, შემდეგ კი წერეთლის გამზირის გავლით, დაუკავშირდებიან სადგურის მოედანს. ავტობუსი N323 სადგურის მოედნიდან გააგრძელებს გადაადგილებას გიორგი ჩიტაიას ქუჩის მიმართულებით და იმოძრავებს დადგენილი სქემით, მათ შორის უკუმიმართულებითაც.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!”,- აცხადებენ მერიაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *