როგორ ვეტერანმა ინვესტორმა განაცხადა, მას CEO-ს თანამდებობაზე კომპანიის აღმასრულებელი საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე, გრეგ აბელი ჩაანაცვლებს, რომელიც ბაფეტმა თავის შემცვლელად ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ აირჩია.
ბაფეტი, რომელმაც Berkshire Hathaway ტექსტილის მწარმოებელი წარუმატებელი ბიზნესისგან $1 ტრილიონიან კომპანიად აქცია, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ინვესტორია.
ბაფეტის განცხადებით, გადადგომის მიუხედავად, იგი თავისი აქციების გაყიდვას არ აპირებს და მათ გაცემას გეგმავს.
Barkshire Hathaway-ის ჰოლდინგი 60-ზე მეტ კომპანიას ფლობს. მათ შორისაა Duracell, Dairy Queen, Geico… კომპანია ასევე ფლობს აქციებს ისეთ ბიზნესებში, როგორებიცაა Coca-Cola. Bank of America და American Express.
Bloomberg-ის შეფასებით, უორენ ბაფეტი მსოფლიოს რიგით მეოთხე უმდიდრესი ადამიანია. მისი ქონება $154 მილიარდს აღწევს. სიმდიდრის მიუხედავად, ბაფეტის ცხოვრების სტილი მინიმალისტურია – იგი 65 წელია ომაჰაში, მოკრძალებულ სახლში ცხოვრობს.