ჩინეთში ძლიერი ქარის გამო ტურისტული ნავი ამოტრიალდა, დაღუპულია, სულ მცირე, ცხრა ადამიანი, არიან დაშავებულები. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც სახელმწიფო მედია წერს, შემთხვევა გუიჯოუს პროვინციაში მოხდა. ნავზე 84 ადამიანი იმყოფებოდა, 83 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მსგავსი შემთხვევები არაერთხელ მომხდარა და ხაზი გაუსვა უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მნიშვნელობას.
ამასთან, სი ძინპინმა ხელისუფლებას დაავალა ტურისტულ სეზონზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების ზომების გაძლიერება.