აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ბესელია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაცია BM.GE-ის შსს-ში დაუდასტურეს.
უნდა აღინიშნოს, რომ მან შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა აპრილის დასაწყისში დატოვა, მის ნაცვლად კი გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა.
აღსანიშნია ისიც, რომ გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელის საქმის ერთ-ერთი მოწმე და ფიგურანტია. პირველ ჯერზე სწორედ მან დააკავა მზია ამაღლობელი პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრისთვის.
გრიგოლ ბესელია აჭარის პოლიციის უფროსად 2022 წელს დაინიშნა, მანამდე იგი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, პოლიციაში მუშაობდა როგორც ნაციონალური მოძრაობის, ისე ოცნების ხელისუფლების პირობებში. გრიგოლ ბესელია იმ პირებს შორისაა, რომლებიც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დაასანქცირა.