“ნოვა” შეეცდება, რომ ამ ქალაქში იყოს ღირსეული კომპანია, რომელიც ამ მოსახლეობას განსხვავებულ ასორტიმენტს შესთავაზებს და მათ კმაყოფილებაზე იქნება მორგებული. ჩვენ ხშირად გვაქვს სპეციალური შეთავაზებები, რის ფარგლებშიც მომხმარებელს შესაძლებლობას ვაძლევთ მათთვის სასურველი ნივთები განსაკუთრებულ ფასად შეიძინონ. აღვნიშნავ იმასაც, რომ ამ კვირის განმავლობაში ქუთაისის ახალ ფილიალში გვექნება სააქციო დღეები”, – ამბობს “ნოვას” გენერალური დირექტორი ედიშერ ხიმშიაშვილი.
ქუთაისის ახალ ლოკაციაზე “ნოვას” შოურუმში კომპანიის მიერ წარმოებული და ექსკლუზიური ბრენდების ფართო ასორტიმენტი ერთიანდება, მათ შორის: სასახურავე მასალა, ფასადის მოსაპირეკეთებელი საიდინგები, ვენახის ინვენტარი, ასევე პოლიეთილენის ავზები, ნაგავშემკრები კონტეინერები, სეპტიკები, სხვადასხვა სახის პროფილი, წებო-ცემენტსი თუ ექსტრუდირებულ პოლისტიროლ.
იმპორტირებული პროდუქციის არასრული ჩამონათვალი კი, სანტექნიკას, ხელსაწყოებს, სამშენებლო პროდუქციას, საღებავების ფართო პალიტრასა და კიდევ იმ არაერთი დასახელების პროდუქტს მოიცავს, რომელიც მშენებლობისა და რემონტისთვის გამოიყენება.
“ჩვენი ამოცანაა, ვაწარმოოთ რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქტი და ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურად ვმუშაობთ. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საგამოფენო სივრცეების შექმნა, არამედ ისეთი ქართული პროდუქტის შექმნა, რომლითაც არა მხოლოდ “ნოვას” გუნდი, არამედ მთელი ქვეყანა იამაყებს”, – აღნიშნავს “ნოვას” გენერალური დირექტორი.
ცნობისთვის: სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია “ნოვა” ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით კომპანია 7 ფილიალითა და 2 ფრანჩაიზით არის წარმოდგენილი. რაც შეეხება პროდუქციის პორტფელს, მასში 30 000-ზე მეტი იმპორტირებული და ასევე კომპანიის მიერ წარმოებული 500-ზე მეტი პროდუქტი ერთიანდება.