ტრამპს უცხოური წარმოების ფილმებზე 100%-იანი ტარიფის დაწესება სურს

ტრამპი უარს ამბობს ზოგიერთ საქონელზე EU-თან ნულოვანი ტარიფით ვაჭრობაზე
აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს არაამერიკული წარმოების ფილმებზე 100%-იანი ტარიფის დაწესება სურს. ტრამპის თქმით, ვაჭრობის დეპარტამენტს დაავალებს დაიწყოს ეს პროცესი, რადგან ამერიკული კინოინდუსტრია “სწრაფი სიკვდილით კვდება”. “გვინდა ფილმები კვლავ ამერიკაში გადაიღონ”, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ში.

2 აპრილს ამერიკამ 180-ზე მეტი ქვეყნის წინააღმდეგ ახალი ტარიფები გამოაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სატარიფო პოლიტიკის გამკაცრებით ამერიკულ წარმოებას დაიცავს, სავაჭრო დეფიციტს აღმოფხვრის, საბიუჯეტო შემოსავლებს გაზრდის და საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკას გაზრდის. ტრამპი სატარიფო პოლიტიკის გადახედვის სანაცვლოდ, ქვეყნებისგან მეტი ამერიკული პროდუქტის ყიდვას ითხოვს. მაგალითად, ევროკავშირს მოსთხოვა 350 მილიარდი დოლარის დეფიციტის აღმოსაფხვრელად, ამერიკული ენერგორესურსები იყიდონ.

ევროსტატის ინფორმაციით, შარშან ევროკავშირის ქვეყნებმა ამერიკაში თითქმის 532 მილიარდი ევროს პროდუქტი გაყიდეს, ევროკავშირმა კი ამერიკისგან 333 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქტი იყიდა. შესაბამისად, დეფიციტი არა 350 მილიარდი დოლარია, როგორც ამას ტრამპი ამტკიცებს, არამედ 198 (224 მილიარდი დოლარი) მილიარდი ევროა.

ტარიფები რეალურად იმპორტირებულ პროდუქტზე დაწესებული გადასახადია. იმპორტიორები, რომლებსაც ქვეყანაში პროდუქტი შეაქვთ ტარიფს მთავრობას უხდიან. მაგალითად 20%-იანი ტარიფი ჩინურ საქონელზე ნიშნავს, რომ 10 დოლარიანი პროდუქტის იმპორტის შემთხვევაში, ტარიფი მას ორი დოლარით აძვირებს. სწორედ ამიტომ მიაჩნიათ ტრამპის პროტექციონისტული სავაჭრო პოლიტიკა ინფლაციურად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *