საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა პოსტი დატოვა

საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა პოსტი დატოვა
“საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა, დმიტრი ტროფიმოვმა თანამდებობა დატოვა”,– ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ტროფიმოვმა თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:„ქართველების ქვეყანაში ჩემი მოგზაურობა დასრულა“, – დაწერა მან.

როგორც ცნობილია, ჯერ უცნობია მისი შემცვლელის ვინაობა.

სააგენტო წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადეს, რომ საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელის შეცვლას გეგმავდნენ და ტროფიმოვის გაწვევა დაგეგმილი როტაციის ნაწილი იყო. ამავდროულად, რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ ტროფიმოვის მიერ გაწეულ სამუშაოს, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობის მიზნით, დადებითად აფასებდნენ.

დიმიტრი ტროფიმოვი აღნიშნულ თანამდებობას 2021 წლის იანვრიდან იკავებდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *