კონგრესმენმა, უორენ დევიდსონმა (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას, სადაც „MEGOBARI Act“-ის განხილვა მიმდინარეობს, განაცხადა რომ კანონპროექტი საშინელი იდეაა.

მას მიაჩნია, რომ აშშ კონფლიქტებში არ უნდა ჩაერიოს.

“ეს კანონპროექტი არასწორი მიმართულებისაა. ჩვენმა კოლეგებმა უარი უნდა განაცხადონ. ამერიკელ ხალხს აქ იმისთვის არ გამოვუგზავნივართ, რომ ამერიკის უსაფრთხოება მსოფლიოს უფრო მეტ ნაწილს გადავაფაროთ. ჩვენ არ ვართ ვალდებულნი, ყველა კონფლიქტში ჩავერთოთ, რომელშიც გვეპატიჟებიან და არ გვჭირდება დამატებითი კონფლიქტების ძებნა. შეგვიძლია, საქართველოს ხალხს წარმატება ვუსურვოთ ისე, რომ ევროპის დაცვის ძალად ჩამოყალიბების დაპირება არ გავცეთ.

ცხადია, საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ საკუთარი თავის დაცვა რეალურად არ შეუძლია. ახლანდელ ვითარებაში თავიანთი ფულის, მშპ-ს 2%-საც კი არ ხარჯავენ თავდაცვაზე. ეს NATO-ში შესვლის მინიმუმია. ამას ფიქრობენ, დიდი მნიშვნელობაც არ აქვს, რადგან უდიდესი ქვეყენებიც კი ისტორიულად არ ასრულებენ ამას. მაგრამ მათი ეკონომიკა არ არის ასეთი დიდი. მეტსაც რომ ხარჯავდნენ, არაფერს შეცვლიდა. ეს ეროვნული უსაფრთხოების მიმართ მცდარი მიდგომაა და ასევე ასუსტებს ჩვენი სანქციების რეჟიმის ეფექტურობას. კანონპროექტს ვეწინააღმდეგები და ყველას ამისკენ მოვუწოდებ“, – განაცხადა უორენ დევიდსონმა.

5 მაისს შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დებატები გაიმართა საქართველოსთან დაკავშირებით ინციირებულ „მეგობარი აქტზე“. სიტყვის ხუთი კონგრესმენი გამოვიდა – სამი რესპუბლიკელი და ორი დემოკრატი. ბრაიან მასტი – რესპუბლიკელი, ჯონი ოშესკი – დემოკრატი, ჯო უილსონი – რესპუბლიკელი,ნ სტივ კოენი – დემოკრატი და უორენ დევიდსონი – რესპუბლიკელი. ამ ხუთი გამომსვლელიდან „მეგობარი აქტის“ მიღებას, მხოლოდ უორენ დევიდსონი ეწინააღმდეგებოდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *