რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი რეკორდულად იზრდება

რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი რეკორდულად იზრდება
მსოფლიოს მასშტაბით რუსული ნავთობის გაიაფებისა და საერთაშორისო სანქციების გამკაცრების ფონზე, რუსეთის ფედერაციის საბიუჯეტო შემოსავლები მკვეთრად მცირდება.

ქვეყნის ხაზინის შეფასებით, 2025 წელს ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა 45 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც თანამედროვე რუსეთის ფედერაციის ისტორიაში დაფიქსირებული ანტირეკორდი იქნება და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 1.7%-ს შეადგენს.

საერთო ჯამში, ქვეყნის მთავრობა დაახლოებით $485 მილიარდის შემოსავლის მიღებას და $530 მილიარდის ხარჯების დაგროვებას პროგნოზირებს, ხოლო შემოსავალსა და გასავალს შორის სხვაობა დეფიციტში გადავა, რომელიც სამთავრობო ვალით ან გადასახადების გაზრდით იქნება შევსებული.

დეფიციტის გაღრმავება ნავთობისა და გაზის სარეალიზაციო შემოსავლების შემცირებითაა განპირობებული. ერთწლიან ჭრილში ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლები თითქმის განახევრებულია. ამასთან, მთავრობა პროგნოზირებს, რომ წელს ბარელი რუსული ნავთობის საშუალო ფასი $56-ის ფარგლებში იქნება, ნაცვლად წინასწარ ნავარაუდევი 70 დოლარისა. ცხადია, ნავთობის გაიაფება ავტომატურად იწვევს კრემლის ბიუჯეტის შემცირებას, რადგან ქვეყანა ეკონომიკურად პირდაპირაა დამოკიდებული ენერგეტიკული რესურსების რეალიზაციაზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *