ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსებულმა ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ სტრატეგიული ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც CZ დაეხმარება ყირგიზეთის მთავრობას ციფრული აქტივების რეგულირების ჩარჩოს შექმნაში, ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურის ტექნიკურ მხარდაჭერასა და პოლიტიკის დოკუმენტების ფორმულირებაში. გარდა ამისა, თანამშრომლობა მიზნად ისახავს ტალანტების განვითარებას და ინოვაციური გარემოს შექმნას DeFi და Web3 ტექნოლოგიების განვითარებისთვის.
მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს განათლების, სამუშაო ძალის მომზადებისა და ბლოკჩეინთან დაკავშირებულ სფეროებში უცხოური ცოდნის გაცვლის მხარდაჭერას.
ამ შეთანხმებით ყირგიზეთი უერთდება იმ ქვეყნების მზარდ ჯგუფს, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ გლობალურ ბლოკჩეინ-ლიდერებთან, რათა ეროვნულ დონეზე დააკავშირონ ტრადიციული სისტემები და დეცენტრალიზებული ტექნოლოგიები.
აქვე, ორიოდე სიტყვა თავად ჩანგპენგ ჟაოს შესახებაც უნდა ვთქვათ, რომელიც პატიმრობის მოხდის შემდეგ, სრულად ჩამოშორებულია კრიპტობირჟა Binance-ის მართვის პროცესს და დამოუკიდებლად მუშაობს ბლოკჩეინ-პროექტების განვითარებაზე.