„ამ ეტაპზე ADB არ არის ჩართული ანაკლიის პორტის პროექტში“ – იუჯინ ჟუკოვი

„ამ ეტაპზე ADB არ არის ჩართული ანაკლიის პორტის პროექტში“ – იუჯინ ჟუკოვი
„ზოგადად, ADB ძალიან მოწადინებულია შუა კორიდორის განვითარებისთვის“ – ასე უპასუხა ADB-ის 58–ე ყოველწლიურ შეხვედრაზე მილანში ამ მარშრუტის მნიშვნელობაზე, ანაკლიის პორტის პროექტის კომერციულ მიმზიდველობასა და ბანკის როლზე BMG-ის მიერ დასმულ შეკითხვას აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა იუჯინ ჟუკოვმა.

„რა თქმა უნდა, საქართველოში გაქვთ არსებული სიმძლავრეები – ბათუმის და ფოთის სახით, მაგრამ თუ სავაჭრო ურთიერთობები შუა კორიდორის გასწვრივ გააქტიურდება, მაშინ საქართველოს ნამდვილად დასჭირდება ახალი პორტი.

ამ ეტაპზე ADB არ არის ჩართული ანაკლიის პორტის პროექტში“ – უთხრა ჟუკოვმა BMG-ის.ADB-ის ცენტალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი იმ პროექტებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ შუა კორიდორის კონტექსტში – მათ შორისაა, აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალი და ახალი პროექტი – ბათუმი–სარფის მონაკვეთი, რომელიც გზას თურქეთის საზღვრამდე აგრძელებს.

როგორც ჟუკოვი BMG-ის განუმარტავს, აზიის განვითარების ბანკი ამ პროექტის დაწყებას წელს აპირებს.

პროექტი ხიდის და გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს.რაც შეეხება აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალს, აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ხაზს ამ მარშრუტის გაზრდილ ეფექტიანობას უსვამს.

„თბილისიდან ბათუმში თუ გიმგზავრიათ, შეამჩნევდით, რომ მგზავრობის დრო მნიშვნელოვნად არის შემცირებული“ – ეუბნება იუჯინ ჟუკოვი BMG-ის.

BMG მილანში ADB-ის 58–ე ყოველწლიურ შეხვედრას ესწრება, რომელიც 7 მაისს დასრულდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *