ბორჯომსა და თელავში ორი სასტუმროს მიმდინარე პროექტი გვაქვს, ინვესტიცია $21 მილიონია – HMG

ბორჯომსა და თელავში ორი სასტუმროს მიმდინარე პროექტი გვაქვს, ინვესტიცია $21 მილიონია – HMG

თელავსა და ბორჯომში ორი ახალი სასტუმრო შენდება. როგორც კომპანია Horeca Management Group-ის დამფუძნებელმა გიორგი პაპიაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სასტუმროების გახსნა 2027 წლის შუა პერიოდშია დაგეგმილი.

„ბორჯომსა და თელავში ორი სასტუმროს მიმდინარე პროექტი გვაქვს, რომელთა ჯამური ინვესტიცია $21 მილიონია“, – ამბობს გიორგი პაპიაშვილი.

მისივე ინფორმაციით, სასტუმროები ქართული ინვესტიციით შენდება, მაგრამ ამ ეტაპზე ინვესტორების დასახელებისგან თავი შეიკავა.

„თელავში მშენებარე სასტუმრო 65-ნომრიანი იქნება, ბორჯომში კი – 88 ნომერი, თუმცა პირველი ფაზის შემდეგ, ორივე სასტუმროს გაფართოება იგეგმება. ამ ეტაპზე ბრენდის შემოყვანას არ ვაპირებთ, მაგრამ განხილვაც შესაძლებელია“, – აღნიშნა Horeca Management Group-ის დამფუძნებელმა.

ცნობისთვის: HORECA Management Group-ი საქართველოს ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანიის პორტფელშია 20-ზე მეტი განხორციელებული პროექტი, 1350 სასტუმრო ოთახით. ცოტა ხნის წინ, კომპანიამ თავისი წარმომადგენლობა კანადაში, კერძოდ, ტორონტოში გახსნა, სადაც ერთ მიმდინარე პროექტზე უკვე მუშაობენ.

კომპანია HORECA Management Group-ის საქმიანობის სფეროებია: სასტუმროს კონცეფციის შემუშავება და ბიზნესის დაგეგმარება სასტუმრო ბაზრის მარკეტინგული კვლევა საპროექტო კონსულტაციების და მშენებლობის პროცესის თანხლება სასტუმროს კონსალთინგი მმართველობითი კონსალთინგი პროექტირება და სამშენებლოს პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა სასტუმროს პროფესიონალური მართვა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *