„ელთ ბილდინგის“ საქმეზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებისთვის გიორგი ჩიკვაიძეს 9

„ელთ ბილდინგის“ საქმეზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებისთვის გიორგი ჩიკვაიძეს 9

სასამართლომ დაზარალებულ ‘”ელთ ბილდინგის” საქმეზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, გიორგი ჩიკვაიძეს 9-წლიანი ხოლო, მის ბიზნესპარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სისხლის სამართლის საქმე ეხება სამშენებლო – დეველოპერულ კომპანია “ელთ ბილდინგისა” და “რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლატფორმას“ შორის 2022 წლის სექტემბერში გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც,  კომპანია “რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლატფორმამ“ აიღო ვალდებულება კომპანია “ელთ ბილდინგისთვის” იახტების მწარმოებელი ცნობილი იტალიური კომპანია Azimut Benetti – სგან იახტა შეეძინა და  ჩამოეყვანა, რაც არ შესრულდა.

დაზარალებულმა კომპანიამ “ელთ ბილდინგმა” Azimut Benetti – სგან იახტის შესყიდვის მიზნით, მსჯავრდებულების, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის  კომპანიაში მილიონ 155 ათას ლარზე მეტი (416.000 ევრო) ჩარიცხა. თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ იახტა, რომელშიც კომპანია “ელთ ბილდინგმა” თანხა გადაიხადა რეალურად არ არსებობდა. ,,რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლატფორმას“ დირექტორები გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი, კომპანია “ელთ ბილდინგის” მენეჯმენტს არწმუნებდნენ, რომ კომპანია Azimut Benetti – სგან შეძენილი იახტა ტრანსპორტირების პროცესში იყო, თურქეთის წყლებში იმყოფებოდა და დამკვეთი კუთვნილ იახტას ოქტომბრის თვეში მიიღებდა. თუმცა ეს პირობაც მორიგი სიცრუე და ყალბი დაპირება აღმოჩნდა.

კომპანია ,რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლატფორმას“ დირექტორებმა ხელშეკრულების ყველა ვადის ამოწურვის შემდეგ, საბოლოოდ აღიარეს, რომ სინამდვილეში იახტა არ არსებობდა და “ელთ ბილდინგის” მიერ მათი კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას უკან დააბრუნებდნენ. 2023 წლის დეკემბერში, კომპანიამ თანხის მხოლოდ 10%, დააბრუნა. თუმცა გადახდილი თანხის დარჩენილი ნაწილის დაბრუნების პირობაც დაირღვა და არ შესრულდა.

,,რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლატფორმას“ დირექტორების წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც კომპანია “ელთ ბილდინგი” დარწმუნდა, რომ საქმე ქონდა წინასწარ მომზადებულ მსხვილ თაღლითურ სქემასთან. სამწუხაროდ კომპანია “ელთ ბილდინგის” ეჭვი გამართლდა. გამოძიება ერთ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, რასაც ლოგიკური და სამართლიანი დასასრული მოჰყვა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ

მსჯავრდებულებს, გიორგი ჩიკვაიძესა და ირაკლი პაპიაშვილს იახტა არ შეუკვეთავთ. არც ქონიათ განზრახვა და დღემდე ბუნებაში არ არსებობს; მსჯავრდებულები კომპანია “ელთ ბილდინგში აგზავნიდნენ  იახტის ყალბ ფოტოებსა და ვიზუალურ მასალას;

მსჯავრდებული გიორგი ჩიკვაიძე აცხადებდა, რომ იახტის ჩამოყვანის მიზნით, კონკრეტულ დროს იმყოფებოდა საზღვარგარეთ, მაშინ როცა აღნიშნულ პერიოდში საქართველოს საზღვრი არ გადაუკვეთავს;

საბანკო ამონაწერებიდან აღმოჩნდა, რომ კომპანია “ელთ ბილდისგან” იახტის ყიდვის მიზნით კომპანია  და “რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლატფორმის” ანგარიშზე ჩარიცხული არცერთი ლარი მსჯავრდებულებს მიზნობრივად არ გამოუყენებიათ. უფრო მეტიც, რიცხავდნენ სხვა ვალდებულებების დასაფარად;

Azimut Benetti – მა უარყო “რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლატფორმასთან” თანამშრომლობის ფაქტი და განაცხადა, რომ “რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლატფორმას” არ ჰქონდა უფლებამოსილება ემოქმედა Azimut Benetti – ის ქვედილერის სტატუსით, რის გამოც შესაძლოა სამართლებრივი დავა დაიწყონ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *