აშშ-ის საელჩო მოქალაქეებს თბილისში შესაძლო აფეთქებების შესახებ აფრთხილებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თბილისის 3 სავაჭრო ცენტრში ბომბის არსებობის საფრთხეა. ეს მოლებია: ისთ ფოინთი — ალექსანდრე თვალჭრელიძის 2; გალერია თბილისი — შოთა რუსთაველის გამზირი 2/4; თბილისის სავაჭრო ზონა — დავით აღმაშენებლის 16; აშშ-ის რეგიონალური უსაფრთხოების ოფისი თბილისში ყველა მის თანამშრომელს მოუწოდებს მოერიდონ ამ ლოკაციებს, სანამ ზუსტად არ იქნება ცნობილი, რომ ამ მოლების სტუმრობა უსაფრთხოა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულის შესახებ ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია.
თბილისის 3 მოლში ბომბის აფეთქების საფრთხეა — აშშ-ის საელჩო გაფრთხილებას ავრცელებს
