სუს-ი აშშ-ის საელჩოს საპასუხო განცხადებას ავრცელებს

სუს-ი აშშ-ის საელჩოს საპასუხო განცხადებას ავრცელებს
საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის საფრთხის თაობაზე გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის “შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე”.

“მოქალაქეთა უსაფრთხოება სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახური ყველა საჭირო და გადაუდებელ ღინისძიებას ახორციელებს. მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან”, – წერია განცხადებაში.

რამდენიმე წუთის წინ, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში სავარაუდო ბომბის არსებობის შესახებ შეატყობინეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *