FED-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა

FED-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა
აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 4.25-4.5%-ის ფარგლებში შეინარჩუნა.

მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია 2022 წლის პიკთან შედარებით შემცირებულია, უახლესი მაჩვენებლები არ იძლევა საკმარის საფუძველს განაკვეთების შემცირებისთვის.

ამჯერად FED-ის გზავნილი გარკვეულწილად განსხვავებული იყო: ხაზგასმით ითქვა, რომ იზრდება როგორც უმუშევრობის, ასევე ინფლაციის ზრდის რისკები — რაც შესაძლოა სტაგფლაციის სცენარით დასრულდეს. „ბოლო მონაცემები მიუთითებს, რომ ეკონომიკური აქტივობა კვლავ მყარად იზრდება, ხოლო შრომის ბაზარი სტაბილურია და უმუშევრობა დაბალ დონეზე რჩება,“ – ნათქვამია FED-ის განცხადებაში.

მიუხედავად ამისა, ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ინფლაცია მაინც „ზოგადად მომატებული“ რჩება.

FED-ის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მიზნად რჩება ფასების სტაბილურობა და დასაქმება. მისი თქმით, საჭიროა აიცილონ ერთჯერადი ფასების ზრდის გადაზრდა სისტემურ ინფლაციაში. პაუელის განცხადებით, ეკონომიკური სურათის გათვალისწინებით, პოლიტიკის ამჟამინდელი სტრატეგია საშუალებას აძლევს FED-ს დროულად მოახდინოს რეაგირება ვითარების ცვლილებაზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *