ბაღის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ღია კარის დღეს მონტესორის ფონდის პრეზიდენტი, მონტესორის საერთაშორისო საბჭოს დამფუძნებელი ტიმ სელდინი (Tim Seldin) გაუძღვება. ცნობილ ავტორსა და განმანათლებელს მონტესორის საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის 50-წლიანი გამოცდილება აქვს. თავისი კარიერის განმავლობაში ტიმ სელდინი რამდენიმე სკოლის წამყვანი პედაგოგი და აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ.
საქართველოში პირველი „მონტესორის ბაღი“ ლისის ტბის მიმდებარედ სექტემბრიდან გაიხსნება. ის 180 არსაზღდელის მირებას შეძლებს და 22 სამუშაო ადგილს შექმნის. ბაღი 1 500 კვ.მ.-ზეა გაშლილი, რაც ღია სივრცეებსაც მოიცავს. ბაღი ფრენჩაიზით იხსნება და სრულად აღჭურვილია ეკოლოგიურად სუფთა ხის მონტესორის ავეჯითა და სათამაშოებით. მასწავლებლები კი ამერიკული მხარის მიერ გადამზადდებიან“, – აღნიშნავენ კომპანია „მონტესორი უნივერსში“.
ღია კარის დღეზე სტუმარი – მონტესორის ფონდის პრეზიდენტი საქართველოში პირველ ოფიციალურ მონტესორის ბაღს წარადგენს, ისაუბრებს მისი მიზნების, ამოცანებისა და უპირატესობების შესახებ, გააცნობს საზოგადოებას (მშობლები, პედაგოგები, ბიზნესის წარმომადგენლები და ყველა დაინტერესებული პირი) მონტესორის პრინციპებს, მეთოდოლოგიასა და პედაგოგიურ მიდგომებს.
- რა მნიშვნელობა აქვს მონტესორის მეთოდს ბავშვის ადრეულ განვითარებაში?
- რა შესაძლებლობებს სთავაზობს მონტესორის მეთოდი ბავშვებს უკეთესი მომავლისთვის?
- როგორ ინფრასტრუქტურას დაახვედრებს „მონტესორი უნივერსი“ ბავშვებს?
- რა შინაარსისაა საბავშვო ბაღის საგანმანათლებლო პროგრამა?
ამომწურავ პასუხებს ამ და სხვა შეკითხვებზე ჩვენს ღონისძიებაზე შეიტყობთ.
მარია მონტესორის და მონტესორის მეთოდის შესახებ:
მარია მონტესორი იყო იტალიელი ქალი, რომელმაც ბავშვების ბუნებრივი უნარების ამოხსნას ცხოვრება მიუძღვნა. მას ჰქონდა უნიკალური ხედვა, რომ პატარების სწავლის გზას მათი ინტერესები და მიდრეკილებები განსაზღვრავდა. მარიას მეთოდი თავისუფლებაზე, თვითშემეცნებასა და ინდივიდუალურ განვითარებაზეა დაფუძნებული.
მონტესორის მეთოდს დღეს მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ, რადგან ის არა მხოლოდ განათლების, არამედ ცხოვრების ფილოსოფიასაც წარმოადგენს.
მონტესორის მეთოდი დაიბადა იდეიდან, რომ ბავშვები ბუნებრივად მკვლევრები არიან. თავიანთი თავის გამოვლენასა და სწავლაში მათ თავისუფლება უნდა ჰქონდეთ. მარია მონტესორის პრინციპები გვეხმარება, შევქმნათ გარემო, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ბუნებრივ განვითარებას.
მონტესორის მეთოდი აქცენტს ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე აკეთებს. თითოეული ბავშვი თავისი ტემპით ვითარდება, ამიტომ სწავლების დროს მასწავლებელი პატარების უნიკალური ტემპითა და ინტერესებით ხელმძღვანელობს.