ვროკომისიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ აშშ-ის კონგრესის მიერ MEGOBARI Act-ის მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
ეს განცხადება ევროკომისიის პრესსამსახურმა ინტერპრესნიუსთან გააკეთა.
„აშშ-ის კონგრესის მიერ „MEGOBARI აქტის“ მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები საგანგაშოა და შორს არის იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან ველოდებით.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან.
ევროკავშირმა რეაგირება მოახდინა საქართველოს ხელისუფლების მიმართ ზომების მიღებით და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერებით“, – განუცხადა ევროკომისიის პრესსამსახურმა „ინტერპრესნიუსს“.