როგორც მედია წერს, დონალდ ტრამპი შეთანხმების შესახებ დღეს გააკეთებს განცხადებას.
„ოვალურ კაბინეტში დიდ და უაღრესად პატივსაცემ ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. პირველი მრავალთაგან“, – დაწერა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს ღამით Truth Social-ზე.
მან თავდაპირველად ქვეყანა არ დააკონკრეტა, თუმცა შემდგომ დაწერა, რომ “ეს უნდა იყოს ძალიან დიდი და საინტერესო დღე ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოსთვის”.
ტრამპის თანახმად, გაერთიანებულ სამეფოსთან შეთანხმება არის სრული და ყოვლისმომცველი, რომელიც გააძლიერებს ურთიერთობას შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მრავალი წლის განმავლობაში. ტრამპი აანონსებს, რომ დიდ ბრიტანეთთან გარიგებას ბევრი სხვა მოჰყვება, რომლებზეც მოლაპარაკებები სერიოზულ ეტაპზეა.
დღესვე, ცალკე პრესკონფერენციას გეგმავს ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.