რა უნდა ისწავლოს თურქეთისგან, საქართველოს ტურიზმმა? – ოსმან ჩალიშქანის მოსაზრება

რა უნდა ისწავლოს თურქეთისგან, საქართველოს ტურიზმმა? – ოსმან ჩალიშქანის მოსაზრება

Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ BMGTV-ის გადაცემაში “წერტილი” საქართველოს მიერ თურქეთიდან იმ მაგალითების გადმოღებაზე ისაუბრა, რაც საქართველოს ტურიზმის სფეროს გააუმჯობესებს.

მისი მოსაზრებით, საქართველოსთვის ყველაზე მთავარია, ე.წ All Inclusive სერვისების და მომსახურების მიმართულებით მეტის სწავლა.

“ტურზე ჩასული ადამიანი სასტუმროდან გარეთ აღარ გადიხარ, რადგან ყველაფერი სასტუმროშია (ე.წ All Inclusive სერვისები) და მსგავსი რამის გაკეთება საქართველოშიც შეიძლება. ჯერ-ჯერობით საქართველო ამისთვის მზად არ არის. ამ მიმართულებით კეთდება, მაგრამ უფრო სწრაფად უნდა გაკეთდეს.

მეორეა, რომ მომსახურების ნაწილში ჩვენ ბევრი რამე უნდა ვისწავლოთ მეზობელი ქვეყნიდან, რადგან მომსახურების კუთხით [თურქეთი] მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. საქართველოს მთავრობასთან ერთად ჩვენ ამაზე ვმუშაობთ – რა შეიძლება გავაკეთოთ უფრო მეტი.

ასევე უნდა იყოს სისუფთავე, გზები გაკეთებული და ასევე ჩემი აზრით, ფასები ადგილობრივისთვის და ტურისტისთვის თანაბარი უნდა იყოს”, – განაცხადა Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *