“პუტინმა საქართველოს მოსახლეობას, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე მიულოცა”, – ამის შესახებ, ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
მათი ცნობით, მილოცვაში უკრაინა არ არის ნახსენები.
“რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების მე-80 წლისთავი მიულოცა დსთ-ს ქვეყნების (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი), ისრაელის ლიდერებს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მეთაურებს, ასევე ქართველ და მოლდოველ ხალხს.
„ქართველი და მოლდოველი ხალხებისადმი მიმართვაში ვლადიმირ პუტინმა მოუწოდა ნაანდერძალი მეგობრობისა და ურთიერთდახმარების კარგი ტრადიციების შენარჩუნებისკენ, არ დაიშვეს, რომ ჩვენი საერთო ისტორიული მემკვიდრეობა დავიწყებას მიეცეს და მეგობარ ერებს შორის შუღლი დათესოს“, – წერია „ეხო კავკაზას“ ცნობით, კრემლის განცხადებაში.