მოუთმენლად ველოდებით მომავალს, რომლის შექმნაც გვსურს საქართველოსთან ერთად – ელჩი

მოუთმენლად ველოდებით მომავალს, რომლის შექმნაც გვსურს საქართველოსთან ერთად – ელჩი
ევროპის დღეს ვფიქრობთ ჩვენს საერთო ისტორიაზე და მოუთმენლად ველოდებით მომავალს, რომლის შექმნაც გვსურს საქართველოსთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობისთვის ვრცელდება ცხოვრების ყველა სფეროზე და მიზნად ისახავს ყველა მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებას.

„ყოველწლიურად, 9 მაისს, ჩვენ ევროპის დღეს აღვნიშნავთ. 75 წლის შემდეგ, ევროპის დღე, 1950 წელს რობერ შუმანის დეკლარაციით დაწყებული ევროპული პროექტის შესანიშნავი წარმატების დასტურია. ევროკავშირმა ამჟამინდელ 27 წევრ სახელმწიფოს მშვიდობა, დემოკრატია და კეთილდღეობა მოუტანა. ევროპის დღეს, ჩვენს საერთო ისტორიაზე ვფიქრობთ და მოუთმენლად ველით მომავალს, რომლის შექმნაც საქართველოსთან ერთად გვსურს.

ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს და მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებას. ევროპის დღის აღსანიშნავად ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად „ექსპო ჯორჯიაში“ გეპატიჟებით“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *