იმისთვის, რომ კიდევ ერთი პროპაგანდისტული საბაბი გაჩნდეს მოსახლეობაში რაიმე უკმაყოფილების და ესკალაციის დაბადებისთვის, ამაზე შრომობს ესტონეთი და მისი მთავრობა, – განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ესტონეთის მიერ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების ფაქტზე საუბრისას.

„დიპლომატიური პასპორტის მოქმედება ევროკავშირის გადაწყვეტილებით ისედაც შეჩერებული იყო. ესტონეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ეს დამატებითი განცხადება მას არ სჭირდებოდა პრაქტიკული თვალსაზრისი. მაგრამ, იმისთვის, რომ კიდევ ერთი პროპაგანდისტული საბაბი გაჩნდეს მოსახლეობაში რაიმე უკმაყოფილების და ესკალაციის დაბადებისთვის, ამაზე შრომობს ესტონეთი და მისი მთავრობა“, – აცხადებს ქადაგიშვილი.

ესტონეთის მთავრობამ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *