ბათუმის მერია უამინდობის გამო ქალაქში შექმნის ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, ორი მოქალაქის სიცოცხლეს, რომლებიც გორგასლის ქუჩაზე დაშავდნენ, საფრთხე არ ემუქრება.

საქმე ისაა, რომ ძველ ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად შენობაზე დამონტაჟებული ხარაჩოები ჩამოინგრა და ცოლ-ქმარს დაეცა, რომლებიც იმ დროს ქუჩაში გადაადგილდებოდნენ.

“ბათუმში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა.

გორგასლის ქუჩაზე დაშავებული ორი მოქალაქე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბათუმის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. აღდგენითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები. რამდენიმე ქუჩასა და ცენტრალურ პარკში კი დაზიანებულია ხეები, ასევე ავტომანქანები. შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ახორციელებენ მონიტორინგს და თითოეულ შემთხვევაზე მოხდება მყისიერი რეაგირება.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყველა რეისი შესრულებულია”,- აღნიშნულია განცხადებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *