“მადლობა მეგობარს” – მეტროს მარში 15:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც ღონისძიების აღწერაშია აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სანქცირებისთვის და “მეგობარი აქტის” მიღებისთვის, ქართველი ხალხი თბილისიდან აშშ-ს მადლობას ეტყვის. ეს იქნება მადლიერების გამოხატვა იმისათვის, რომ ამერიკა “ქართულ ოცნებას” მშვიდობიანი მომიტინგეების წამებას, დარბევას და რეპრესიებს არ პატიობს.

“მარში 11 მაისს, 15:00 სთ-ზე გაიმართება. მეტრო „ახმეტელიდან“ მარშით ჩავუვლით ამერიკის საელჩოს (საელჩოს უსაფრთხოების პოლიტიკიდან გამომდინარე დავიცავთ დისტანციას). მარშის მიზანია, მადლობა გადავუხადოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს მეგობრობის, პარტნიორობისა და განგრძობადი მხარდაჭერისთვის”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.

ინფორმაციისთვის, თბილისში შეკრება 14:00 სამ მეტროსთან, “სადგურის მოედანზე” , “ავლაბარში” და “დელისზე” დაიწყო. ორგანიზატორების თხოვნაა აქციის მონაწილეებმა ამერიკის დროშები წაიღონ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *