2007 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ფლორიდაში ტრაგედია მოხდა.  27 წლის ამანდა მოხუცთა თავშესაფარში მედდის ასისტენტად მუშაობდა. მას ორი შვილი ბიჭი და გოგონა ჰყავდა. პატარა გოგონა ეზოში თამაშის დროს აუზში ჩავარდა. ძმამ დედას უხმო საშველად. პატარა გოგო აუზიდან ამოიყვანეს, კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა.

ქალი სამართალდამცველებმა დაკითხეს.

როგორც გარდაცვლილის დედამ გამოძიებას უთხრა. ბავშვებს მის გარეშე აუზში ჩასვლის უფლებას არ აძლევდა. მეტიც, ამის გამო კიბე დამალული ჰქონდა, მაგრამ გოგონას თამაშის დროს ფეხი დაუცდა და ჩავარდა. პოლიციამაც ფაქტებზე დაყრდნობით, ჩათვალა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო და საქმე დახურა…

ყველაფერი თავდაყირა მაშინ დადგა, როცა გარდაცვლილი ბავშვის ბებიამ, ამანდას დედამ, პოლიციაში დარეკა…

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეი ჯეიმ ბებია-ბაბუას უთხრა, რომ მისი და დედამ დაახრჩო და ის აუზში შემთხვევით არ ჩავარდნილა…

გამომძიებლებმა ბავშვი წაიყვანეს და მისი დაკითხვა დაიწყეს.

ეი ჯეი ამბობდა, რომ მისმა დამ საქარე მინის საწმენდი ტელევიზორს შეასხა. დედა ამაზე გაბრაზდა და შვილი დასჯის მიზნით, წყალში ჩააგდო….

ამანდა ბრალდებას უარყოფდა. თუმცა საქმეზე საფუძვლიანი გამოძიება დაიწყო. გამოძიების მიმდინარეობისას ბევრი შოკისმომგვრელი დეტალი გამჟღავნდა. გაირკვა, რომ პატარა ადრიანას ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი ჰქონდა. ასევე ჰქონდა შარდის შეუკავებლობა. გაირკვა, ისიც, რომ დედას ბავშვის ქცევის გაკონტროლება არ შეეძლო.

ამანდა დააკავეს. მისი საქმის წარმოება 2008 წელს დაიწყო. სასამართლოზე კიდევ ერთი დეტალი გაირკვა:

ამანდა 17 წლის იყო, როდესაც ბიჭი, სახელად ალექსი შეეძინა. ახლობლები ირწმუნებიან, რომ ამანდა ძალიან კარგი და მზრუნველი დედა იყო. როდესაც ალექსი ერთი წლის გახდა, ბავშვს კრუნჩხვა დაეწყო და მოულოდნელად გარდაიცვალა. მაშინ ეს საქმე მშვიდად დასრულდა და ამანდასთან დაკავშირებით ზედმეტი შეკითხვები არ გაჩენილა…

საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ. ნაფიცმა მსაჯულებმა ამანდა დამნაშავედ სცნეს და ქალს შვილის განზრახ მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

ამანდა დანაშაულს არ აღიარებდა. 2010 წელს მან განაჩენი გააპროტესტა, თუმცა, უშედეგოდ.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *