წინასწარი შედეგების მიხედვით, ალბანეთის საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტური პარტია იმარჯვე

წინასწარი შედეგების მიხედვით, ალბანეთის საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტური პარტია იმარჯვე

წინასწარი შედეგების მიხედვით, ალბანეთის საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტური პარტია იმარჯვებს, რომელსაც ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ედი რამა მეთაურობს.

რამას სოციალისტებმა ხმების 53% მოიპოვეს, ხოლო ალბანეთის ყოფილი პრეზიდენტის, სალი ბერიშას ოპოზიციურმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ – 35%.

ამ შედეგებით, სოციალისტები მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო 71 ადგილს მიიღებენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ილირჯან ჩელიბაშიმ განაცხადა, რომ კვირას გამართული არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდა, კანდიდატებისა და მათი ზოგიერთი მხარდამჭერის მხრიდან მხოლოდ რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა, რაც შედეგებზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *