გუნბა საქართველოს მოუწოდებს, აღიაროს “აფხაზეთის დამოუკიდებლობა”

გუნბა საქართველოს მოუწოდებს, აღიაროს “აფხაზეთის დამოუკიდებლობა”

“საქართველოს ხელმძღვანელობა უნდა შეეგუოს აფხაზეთის დამოუკიდებლობას”, — ამის შესახებ “რია ნოვოსტისთან” ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ განაცხადა. “საქართველოს პოლიტიკური ელიტა რეალობას ვერ შეეგუა. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა”, — განაცხადა გუნბამ. მისი თქმით, თბილისთან დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებისა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის პირობით. “ჩვენი პრიორიტეტია მშვიდობიანად ვიცხოვროთ ყველა მეზობელთან. ჩვენ გვსურს კეთილმეზობლური ურთიერთობები საქართველოსთან, რათა მისმა ხელმძღვანელობამ გააცნობიეროს, რომ ისინი დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინაშე დგანან”, — განმარტა გუნბამ. მისი თქმით, ოკუპირებულმა აფხაზეთმა ეს კურსი ვლადისლავ არძინბას ხელმძღვანელობით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წლებში დაისახა და უცვლელი რჩება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზეთს არ სურს ომი ან კონფლიქტი, თუმცა რეგიონში დიალოგისა და სტაბილურობისკენ ისწრაფვის. გუნბამ დასძინა, რომ რესპუბლიკა თავისუფლად ავითარებს თავის კულტურასა და ტრადიციებს და ამით გამოიხატება მისი დამოუკიდებლობა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *