მხარეებმა თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებსა და საერთაშორისო მნიშვნელობის რეგიონულ საკითხებზე ისაუბრეს.
თურქული მედიის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების განახლების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმა. მან მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის მზაობა გამოთქვა. მისი სიტყვებით, საყოველთაო ცეცხლის შეწყვეტა მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საჭირო გარემოს შექმნის.
რუსეთის მხარის ოფიციალური ინფორმაციით, საუბრისას პრეზიდენტებმა მოლაპარაკებების 15 მაისს გამართვის საკითხი განიხილეს.
შეგახსენებთ, 11 მაისს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინას “პირდაპირ მოლაპარაკებებს” 15 მაისს, სტამბოლში სთავაზობს. ამასთან, კრემლის ლიდერმა არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის “ახალ ზავზე” შეთანხმებამდე მივიდეს. პუტინის ამ განცხადებას უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პლატფორმა X-ზე უპასუხა, სადაც დაწერა, რომ ხუთშაბათს, 15 მაისს ვლადიმერ პუტინს სტამბოლში პირადად დაელოდება. როგორც ზელენსკი სოციალურ წერს, მას იმედი აქვს, რომ რუსები საბაბს არ მოძებნიან.