შიმშილობის 17-ე დღეს კანცელარიასთან პროტესტის მონაწილე მაღაროელებს სასწრაფო დახმარება დასჭირდათ.

პროტესტმა კანცელარიასთან გუშინ 11 მაისს გადმოინაცვლა. თბილისში, კანცელარიასთან სამი ჭიათურელი მოშიმშილე – მერაბ გულიაშვილი, გოჩა კუპრეიშვილი და ირაკლი ჯიქიძე იმყოფება.

მათი მოთხოვნებია, გათავისუფლდეს დაკავებული 4 მაღაროელი და ჭიათურაში არსებულ ვითარებაში გასარკვევად ჩაერთოს კობახიძის ადმინისტრაცია.

მაღაროელი ბესო ფხალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო დახმარება მაღაროელებს ორჯერ დასჭირდათ, “ოცნების” მთავრობიდან მათთან კომუნიკაცია არავის ჰქონია.

ჭიათურაში პროტესტის 4 მონაწილე 29 აპრილს დააკავეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *