რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ბიუჯეტში ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლები აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 12%-ით შემცირდა. სამინისტროს განცხადებით, შემცირების მთავარი მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნაა.
საერთო ჯამში, 2025 წლის აპრილში ნავთობპროდუქტების რეალიზაციიდან ბიუჯეტში $13.5 მილიარდი შევიდა.
2025 წლის პირველ ოთხ თვეში (იანვარი – აპრილი) რუსეთის ბიუჯეტში ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვებიდან ჯამურმა შემოსავალმა $45 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.3%-იანი კლებაა.
ენერგორესურსების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების შემცირების ფონზე, რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი რეკორდულადაა გაზრდილი. ის უკვე 45 მილიარდ დოლარს აღწევს.