“საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმზიდველი ლოკაციის პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე” – თბილ

“საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმზიდველი ლოკაციის პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე” – თბილ

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, თბილისში იმართება B2B Summit by Tarifa – საქმიანი ტურიზმის მხარდამჭერი ორდღიანი ღონისძიება. სამიტი დღეს დაიწყო და ხვალ დასრულდება, რა დროსაც მონაწილეები რეგიონებს მოინახულებენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამიტის მიზანია საქართველოს როგორც საქმიანი ტურიზმის მიმზიდველი ლოკაციის პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე.

ღონისძიებას ესწრება 50 მაღალი გაყიდვების მქონე ბაიერი ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, ძირითადად პოლონეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან, ასევე 40 ქართული სერვისის მიმწოდებელი კომპანია. თითოეულ მათგანს წინასწარ დაგეგმილი აქვს დაახლოებით 40 B2B შეხვედრა, რაც ხელს შეუწყობს საქმიანი პარტნიორობის ჩამოყალიბებას.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე აღნიშნავს, მსგავსი ღონისძიებები აძლიერებს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და უზრუნველყოფს საქმიანი ურთიერთობების გაფართოებას.

ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში იგეგმება გაცნობითი და ინსპექტირების ტურები, რომლის დროსაც უცხოელი ბაიერები ადგილზე გაეცნობიან სასტუმროებსა და ღონისძიების ჩატარების ადგილებს, რაც მომავალში ფორუმების, კონგრესებისა და კონფერენციების ორგანიზების წინაპირობა გახდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *