კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, თანასოფლელმა 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. დაჭრილია თავად სავარაუდო დამნაშავე, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული. შემთხვევა ახმეტაში წყაროების ტერიტორიაზე გვიან ღამით მოხდა. მოკლულიც და მკვლელიც სოფელ ქისტაურში ცხოვრობენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ორივე ერთ სუფრასთან იმყოფებოდა, როცა მათ შორის კონფლიქტი დაიწყო. ერთ-ერთი ვერსიით, თავდაპირველად რ.ლ.-ს ესროლეს, რის შემდეგაც მან ჯ.კ.-ს მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი რ.ლ. დააკავეს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი რ.ლ. დააკავეს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 მაისს, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით ფეხის არეში დაჭრა რ.ლ., რის შემდგომაც ბრალდებულმა რ.ლ.-მ ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა ჯ.კ.-ს. ბრალდებული რ.ლ. კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება, ხოლო ჯ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები – სანადირო თოფი და პისტოლეტინივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს,” — ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *