მოსკოვის საქალაქო სასამართლომ “ტაგანსკის” ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის ლიდერს, იგორ ჟირნოკლეევს, 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კრიმინალური ავტორიტეტის, ასლან უსოიანის (დედ ხასანი) და ადვოკატ ნატალია ვავილინას მკვლელობის ორგანიზებისთვის. ჟირნოკლეევი პირველ 12 წელს ციხეში გაატარებს, ხოლო დანარჩენს — მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. გარდა ამისა, მას ოთხი მილიონი რუბლი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს. სასჯელი ეფუძნება ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს, რომელმაც ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნასა და მასში მონაწილეობაში, ხოლო ჟირნოკლეევი ჯგუფის ლიდერად და გახმაურებული მკვლელობების ორგანიზატორად დაასახელა. გამოძიების თანახმად, დაჯგუფების წევრებს ასევე ბრალი წაუყენეს ბიზნესმენების, საკუთარი ჯგუფის წევრების მკვლელობებში, ძარცვაში, გამოძალვაში, მეწარმის გატაცებაში, თაღლითობასა და იარაღით უკანონო ვაჭრობაში. კრიმინალური დაჯგუფების ლიკვიდაცია მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ჟირნოკლეევი და მისი თანამზრახველები 2019 წლის იანვარში დააკავეს. “დედ ჰასანი” 2013 წლის იანვარში მოსკოვში სნაიპერმა მოკლა. ადვოკატი ნატალია ვავილინა კი 2017 წლის აპრილში მოკლეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *