ბათუმის აეროპორტში ახალი თანამშრომლების ასაყვანად ღია კარის დღე ცხადდება

ბათუმის აეროპორტში ახალი თანამშრომლების ასაყვანად ღია კარის დღე ცხადდება
ხვალ, 14 მაისს, 11:00-ზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ახალი თანამშრომლების ასაყვანად ღია კარის დღეს აწყობს. ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს მივიდეს აეროპორტში და საკუთარი კანდიდატურა წარუდგინოს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის, ტავ ჯორჯიას ადამიანური რესურსების დეპარტამენტს. ნებისმიერ კანდიდატს საშუალება აქვს წარადგინოს რეზიუმე, გაიაროს გასაუბრება და გამოხატოს ინტერესი კონკრეტულ პოზიციაზე დასასაქმებლად.

ამ ეტაპზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ეძებს კადრებს შემდეგი პოზიციებისთვის: მგზავრთა მომსახურების აგენტები, ჩატვირთვის კონტროლისა და კომუნიკაციების აგენტები, მორიგე ოფიცრები, ტექნიკური პერსონალი, მძღოლი, მტვირთავი, თვითმფრინავის დამლაგებელი. ყველა აღნიშნულია ვაკანსია სხვადასხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნას ითვალისწინებს. ღია კარის დღეზე დასწრებისა და მონაწილეობის მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, პირდაპირ მოვიდნენ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, ტავ ჯორჯიასთვის ღია კარის დღის ღონისძიების საშუალებით ახალი კადრების მოძიება და დასაქმება უკვე ჩვეული პრაქტიკაა. ტავ ჯორჯია ყველაზე მსხვილი და სტაბილური დამსაქმებელია საქართველოს საავიაციო ბაზარზე. კომპანია უკვე 20 წელია საქართველოში ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში ააშენა და განავითარა ქვეყნის ორი საერთაშორისო აეროპორტი, რაშიც 230 მილიონ ამერიკულ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა. კომპანიაში დღესდღეობით 1700-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *