სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) განცხადებით, Malaysian Airlines-ის თვითმფრინავის ჩამოგდებაზე რუსეთი იყო პასუხისმგებელი.
2014 წელს უკრაინაში სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებას 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის უმეტესობა ნიდერლანდების მოქალაქეები იყვნენ, ბორტზე ასევე იმყოფებოდა ავსტრალიის 28 მოქალაქე.
სწორედ ამ ორმა ქვეყანამ მოითხოვა 2022 წელს ICAO-ში საქმის გამოძიება. ICAO-ს საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საერთაშორისო საჰაერო კონვენცია დაარღვია.
ორგანიზაციის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პირველი შემთხვევაა, როცა ICAO-მ წევრ სახელმწიფოებს შორის დავა განიხილა. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებამდე არსებობს ჰააგაში საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება რომ უკრაინაში, დონბასის თავზე სამოქალაქო თვითმფრინავი რუსულმა რაკეტამ ჩამოაგდო.