გიორგი კვირიკაშვილი “ოცნების” ხელისუფლებას სინდისის პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

გიორგი კვირიკაშვილი “ოცნების” ხელისუფლებას სინდისის პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოცნების ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლონ პროევროპულ აქციებზე დაკავებულები. მისი თქმით, “მათი და მათი ოჯახების ცხოვრების გაუბედურება არ უხარია საზოგადოების უდიდეს ნაწილს”, მათ შორის ოცნების მომხრეების დიდ ნაწილსაც. “გამოუშვით ეს ადამიანები! ამით მნიშვნელოვნად შეუწყობთ ხელს საზოგადოებაში დაძაბულობის განმუხტვას. დამიჯერეთ, მათი ციხეში ყოფნა, მათი და მათი ოჯახების ცხოვრების გაუბედურება არ უხარია საზოგადოების უდიდეს ნაწილს, მათ შორის, თქვენ წარმოიდგინეთ, თქვენი მომხრეების დიდ ნაწილსაც, რასაც პირდაპირ სავარაუდოდ არ გეუბნებიან. ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება, უფრო მეტიც, ამის გაკეთება აუცილებელია განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა არცერთი ადამიანი, ვინც გადაამეტა ძალაუფლებას, არ დაგისჯიათ. ჩვენი საზოგადოებისთვის ამგვარი სიხისტე და ადამიანური კომპრომისის გამორიცხვა, რის დემონსტრირებასაც ცდილობთ, არც ბუნებრივია და არც მისაღები. ასე ხისტად და თანაც ცალმხრივად სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, ამით მხოლოდ უსამართლობის განცდის და უარყოფითი მუხტის დაგროვებას შევუწყობთ ხელს. გადადგით ეს ნაბიჯი, ამით მხოლოდ დადებითს მიიღებთ ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც”, — წერს კვირიკაშვილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *