უნდა გადავეჩვიოთ იმას, რომ რაკი ვინმე უცხოელია, აუცილებლად სწორს უნდა ამბობდეს. ყველა უცხოელი იცავს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, საქართველოს დიდი გამოწვევები უდგას, ამიტომ მნიშვნელოვანია, ქვეყანამ, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესები დაიცვას.

“როგორც საქართველოს მოქალაქეს, მეამაყება, რომ ვარ იმ პარლამენტის წევრი, რომელმაც პირველად გაბედა და ხმა აიმაღლა საპარლამენტო განცხადების დონეზე და პასუხი გასცა სხვა ქვეყნის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც სიცრუით იყო გაჯერებული. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ, რომ ჩვენ ვართ ამ პლანეტის დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეები, იმ სახელმწიფოსი, რომელიც ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში იმყოფება, ქვეყნის, რომლის 20%-იც არის ოკუპირებული და ამდენი ხანია ბეჭვის ხიდზე გადის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი თავისთვის უნდა შეგეძლოს, რომ პასუხი გავცეთ ყველა იმ ცრუ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიძლება ვინმე ავრცელებდეს და გადავეჩვიოთ იმას, რომ რაკი ვინმე უცხოელია, აუცილებლად სწორს უნდა ამბობდეს. ყველა უცხოელი იცავს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს და ჩვენ უკვე გავიზარდეთ ქართველები იმდენად, რომ ეს კარგად გავიაზროთ და დავანებოთ თავი იმ ადამიანების ნდობას, რომელიც კარდაკარ დადის უცხოეთში და აფუჭებს იმას, რაც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა,” – განაცხადა მაია ბითაძემ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *