Puff Daddy-ის იგივე შონ დიდი ქომბსის სასამართლო პროცესი გრძელდება. მოსამართლემ მოწმედ ამჯერად ამერიკელი რეპერის ყოფილი პარტნიორი, კასანდრა ვენტურა გამოიძახა. აღსანიშნავია, რომ სასამართლოში შონ დიდის წინააღმდეგ პირველი სარჩელი სწორედ ვენტურამ შეიტანა. მან Puff Daddy სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა.

რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს, რომ ამერიკელი რეპერი კასანდრა ვენტურაზე ფიზიკურად ძალადობს. ვენტურას განცხადებით, ის 19 წლის იყო, როდესაც ქომბსს შეხვდა. მისივე თქმით, რეპერი მასზე ფიზიკურად საკმაოდ ხშირად ძალადობდა. როგორც ვენტურამ აღნიშნა, 22 წლის იყო, როდესაც ქომბსმა მას თეთრი წვეულებების შესახებ მოუყვა – შემდეგ კი აიძულებდა, მისი თანდასწრებით სექსუალური კავშირი სხვა მამაკაცებთან ჰქონოდა.

„..მაიძულებდა მისი თანდასწრებით, სექსუალური კავშირი სხვა მამაკაცებთან მქონოდა”,- ამბობს ვენტურა. 

ვენტურას თქმით, რეპერი ძალიან უყვარდა, ამიტომ მის ამ შემოთავაზებას დასთანხმდა. თუმცა, მალე სიტუაცია უკონტროლო გახდა. როგორც კასანდრა აღნიშნავს, მას ამ ყველაფრის შეჩერება უნდოდა, თუმცა, ქომბსი ეუბნებოდა რომ თუ ასე მოიქცეოდა, ინტიმური კავშირის ამსახველ ვიდეოს გაასაჯაროებდა.

ვენტურას თქმით, სიტუაციის სიმძაფრე ნაკლებად რომ ეგრძნო ნარკოტიკებს იღებდა. ასევე, ქომბსის ყოფილი შეყვარებული აღნიშნავს, რომ რეპერს ყველა სახლში ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. პროცესს ვენტურას მეუღლეც ესწრება. აღსანიშნავია, რომ კასანდრა მესამე ბავშვზეა ორსულად..

ამერიკელი რეპერის სასამართლო პროცესი დახურულია – აკრძალულია ფოტო-ვიდეო გადაღება. ანონიმურია მოსამართლის ვინაობაც. ამ დროისთვის სასამართლო პროცესიდან ეს ინფორმაცია ვრცელდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *