საკადრო ცვლილებები არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა – ირაკლი კობახიძე

საკადრო ცვლილებები არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა – ირაკლი კობახიძე
“ქართული ოცნების” პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საკადრო ცვლილებები აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენაა. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

ირაკლი კობახიძე ჰკითხეს როგორც აჭარაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე, ასევე რამდენიმე მერის გადადგომაზე, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ ასეთი ცვლილებები მხოლოდ რესურსების გაძლიერებას იწვეს.

„როტაცია არის აბსოლუტურად ნორმალური, ჯანსაღი მოვლენა. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო თორნიკე რიჟვაძეს იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ის ახორციელებდა ბევრი წლის განმავლობაში როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებისთვის, ისე ჩვენი პარტიული ამოცანების მისაღწევად. მას დიდი წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში და მას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.

ჩვენ ვემზადებით მათ შორის არჩევნებისთვის და ბუნებრივია ამ კუთხით გვაქვს სერიოზული სამზადისი. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა, ასეთი რამ მომხდარა წარსულშიც და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი რესურსების გაძლიერებას იწვევს ხოლმე ასეთი ცვლილებები. [მერებმა] მიიღეს გადაწყვეტილება და ერთ-ერთი მიზეზის არის ის, რომ მოახლოებულია არჩევნები და შესაბამისად არ ვიცი, შეიძლება ამ დროს ჩათვალეს ყველაზე მიზანშეწონილად ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ამას არ სჭირდება არანაირი სპეკულაციები. დაიწერა განცხადებები, ჩვენ ამას გაგებით ვეკიდებით. 64-ვე მუნიციპალიტეტში და აჭარის 6-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს”,- ამბობს კობახიძე.

“პირადი განცხადების საფუძველზე” – “ოცნების” გაზაფხულის საკადრო ცვლილებები სრულად

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *