რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები სტამბოლში თბილისის დროით 13:30 დაიწყება – მედია

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები სტამბოლში თბილისის დროით 13:30 დაიწყება – მედია

რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელსაც შუამავლობას თურქული მხარე გაუწევს, სტამბოლში თბილისის დროით 13:30 დაიწყება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოლაპარაკებები სტამბოლში მდებარე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის რეზიდენციაში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართება. მანამდე ერთმანეთს თურქეთის, ვაშინგტონისა და უკრაინის დელეგაციები შეხვდებიან.

როგორც რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, ისინი უკრაინულ მხარეს სტამბოლში დილიდან დაელოდებიან.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები სტამბოლში გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა ანკარაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის ლიდერის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ მოლაპარაკებები დღეს გაიმართება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *